saqarTvelos vulkanebi - sakoxes vulkani
ტერიტორიული ერთეული | ყაზბეგის მუნიციპალიტეტი |
ქედი | მთიულეთ-ფშავის კავკასიონი |
სიმაღლე | 3600 მ |
მწვერვალი საქართველოში, მცხეთა-მთიანეთის მხარეში, ყაზბეგის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს მთიულეთ-ფშავის კავკასიონის მთავარ ქედზე, მდინარე მთიულეთის არაგვის მარცხენა შენაკადის - ხადისწყლის სათავეში. სიმაღლე 3600 მ. საკოხე ვულკანური კონუსია, აგებულია ვულკანური წიდისა და ანდეზიტებისაგან. მთა ნიადაგ-მცენარეულ საფარს თითქმის მოკლებულია. დამახასიათებელია ალპური და სუბნივალური ლანდშაფტები.